Mikheil meskhi biography of martin

მიხეილ მესხი

მიხეილ შალვას ძე მესხი (დ. 12 იანვარი, 1937, თბილისი — გ. 22 აპრილი, 1991, იქვე) — ქართველი და საბჭოთაფეხბურთელი, თამაშობდა როგორც თავდამსხმელის, ასევე, ნახევარმცველის პოზიციაზე. იცავდა თბილისის „დინამოს“, თბილისის „ლოკომოტივის“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.

1960 წლის ევროპის ჩემპიონისაბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საპატიო ნიშნის ორდენის და ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.[2][3]

კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფეხბურთის თამაში დაიწყო თბილისის № 35 საფეხბურთო სკოლაში, „დინამოს“ პირველი თაობის ცნობილი ფეხბურთელისა და შემდგომ მწვრთნელის, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატის, — არჩილ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

1953 წელს იგი პირველად გაემგზავრა მოსკოვში საასპარეზოდ, როგორც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, სადაც თავისი არაორდინალური თამაშითა და მაღალი ტექნიკური ოსტატობით პირველად მიიპყრო საკავშირო ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღება.[4][5][კომ. 1][კომ. 2]

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1955 წლის 7 აგვისტოს, საკავშირო პირველობის მე-16 ტურის კალენდარულ მატჩში, კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე.

შეხვედრა კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მას 50 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. თბილისელებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს: მიხეილ პირაევი, ვლადიმერ ელოშვილი, ჯუმბერ რუსაძე, ნიკოლოზ გაგნიძე, მოსე დავარაშვილი, რევაზ მახარაძე, მიხეილ მესხი, კონსტანტინე გაგნიძე, იური ვარდიმიადი, ავთანდილ ღოღობერიძე და ბორის ხასაია.

შეხვედრა კიეველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[6][7]

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1969 წლის 9 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-7 ტურის კალენდარულ მატჩში, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო.

დინამოელთა შემადგენლობაში თამაშობდნენ: რამაზ ურუშაძე, რევაზ ძოძუაშვილი, ფირუზ კანთელაძე, მურთაზ ხურცილავა, რევაზ ჭოხონელიძე, გურამ პეტრიაშვილი,[კომ. 3] ალექსი ილიადი, კახი ასათიანი, სლავა მეტრეველი, გივი ნოდია და მიხეილ მესხი.[კომ. 4] შეხვედრა ფრედ, ანგარიშით — 0–0 დამთავრდა.[8][9]

1969 წლის 16 ივლისს თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა საერთაშორის ამხანაგური შეხვედრა თბილისის „დინამოსა“ და მონტევიდეოს „ნასიონალს“ შორის, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა, როგორც მიხეილ მესხის გამოსათხოვარი მატჩი.

მიხეილ მესხმა შეხვედრის მხოლოდ პირველი ნახევარი ითამაშა,[კომ. 5] რის შემდეგაც თანაგუნდელებმა, ურუგვაელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ქართველი გარემარბი ოვაციების თანხლებით გააცილეს დიდი ფეხბურთიდან.[კომ. 6][კომ. 7][10]

სანაკრებო კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959–1966 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 35 შეხვედრას ატარებს და 4 ბურთი გააქვს.[11][12] პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1959 წლის 6 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.[13] შეხვედრა, რომელიც მოსკოვში იმართება, მასპინძელთა გამარჯვებით (3–1) მთავრდება.

პირველი ბურთი სტუმართა კარში 34-ე წუთზე, მატჩის დებიუტანტს, მიხეილ მესხს გააქვს.

საბჭოთა ნაკრების მაისურით, ბოლოჯერ, ასევე, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, 1966 წლის 20 აპრილს, შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშობს. შეხვედრას ბაზელისსანქტ-იაკობ პარკი მასპინძლობს და ფრედ (2–2) მთავრდება.[14]

სამწვრთნელო მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, 1969–1991 წლებში მუშაობდა სპეციალიზებულ საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.[15]

სტატისტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბი დივიზიონი სეზონი ლიგა თასი საერთჯამში
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბილისი
D1195520---- 2 0
195691--62 15 3
19571502053 22 3
19582131081 30 4
195921221103 33 6
19602293154 30 14
19612572220 29 9
19622051030 24 5
19633471032 38 9
19642462010 27 6
196520230-- 23 2
1966243---- 24 3
19672261172 30 9
1968222--20 24 2
196941--10 5 1
სულ28554185531735676
ლოკომოტივი
D21970 4010-- 5 0
სულ4010--50
სულ ჯამში28954195531736176

სანაკრებო მატჩები და გოლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხსოვნა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს ქართული ფეხბურთის გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონს მიხეილ მესხის სახელი მიენიჭა.

2014 წლის 19 ნოემბერს, თბილისის „დინამოს“ მიერ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის პირველად მოგების 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით, ასევე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად მისივე სახელობის სტადიონზე